
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტი არის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც მანამდე საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებდა გაფრთხილებას.
"ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებდა გაფრთხილებას. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს ის იგივე დანაშაულებით თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ", - თქვა ანდრეი იუსოვმა, უკრაინის მთავარი დაზვერვის წარმომადგენელმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.
ბოლო ცნობებებით, პირველი ინფორმაცია Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლის შესახებ, მოსკოვის დროით, დაახლოებით, 20:15 საათზე გამოჩნდა. დღეს ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა გამართულიყო. სროლის დაწყებისას შენობაში შესაძლოა 6200-მდე ადამიანი ყოფილიყო. თავდასხმაში სულ მცირე ხუთმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან ტერაქტთან.
მკვლელობის შემზარავი ახალი კადრები! - თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში სროლის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
0
0