
აშშ თეთრი სახლის სპიკერი: არ არსებობს მინიშნება იმისა, რომ უკრაინა დაკავშირებულია მოსკოვის თავდასხმასთან
აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას, რომელმაც მოიგერია რუსული აგრესია.
„ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მითითება, რომ უკრაინა ან უკრაინელები მონაწილეობდნენ ამ სროლაში“, - განაცხადა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ. მე გაგაფრთხილებდით, რომ არ დაუკავშიროთ ეს უკრაინას რაიმე ფორმით ასეთი დაჩქარებით“.
„როდესაც ამ კადრებს უყურებთ (როგორც ჩანს, საუბარია საკონცერტო დარბაზის ფოიეში მომხდარი სროლის კადრებზე - BBC), უნდა გესმოდეთ, რომ არიან დედები, მამები, ძმები და დები, რომლებთანაც ინფორმაცია ჯერ არ მიუღწევია. მძიმე დღე იქნება. ჩვენ მათზე ვფიქრობთ“, - თქვა კირბიმ.
კირბიმ ასევე გაიხსენა, რომ მოსკოვში ამერიკის საელჩომ გააფრთხილა აშშ-ის ყველა მოქალაქე რუსეთის დედაქალაქში, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს, მათ შორის კონცერტებს.
მსგავსი გაფრთხილება რუსეთში ბრიტანულმა მისიამაც გაავრცელა.
ინფორმაციას “ბიისის” რუსუი რედაქცია ავრცელებს.
რუსეთში სროლის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026