
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 130-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „112“ იუწყება.
„დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია გამოცემაში.
დაჭრილების მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
შენობაში ხანძარი ძლიერდება, იუწყება ადგილიდან რუსული მედია. შენობაში ხანძრის ჩასაქრობად ავიაცია გამოიყენება, ცეცხლმოკიდებულ შენობას ვერტმფრენიდან აქრობენ, კიდევ ორი შვეულმფრენი ასაფრენად ემზადება, იტყობინება საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026