მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, სულ მცირე 40 ადამიანია დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რუსული ტელეგრამ-არხი 112 იტყობინება.
Crocus City Hall-ში კონცერტზე მისულმა თვითმხილველმა ტერაქტის დაწყების დეტალებზე ისაუბრა.
„მე და ჩემი მშობლები პიკნიკის კონცერტზე წავედით და ცოტა შევყოვნდით.შესასვლელთან, ფაქტობრივად, სამი ნაბიჯით ვიყავით დაშორებული, როცა პირდაპირ დაიწყეს სროლა. ჩემს თვალწინ მკვდარი კაცი დავარდა. ხალხმა დაიწყო ყვირილი: "გაიქეცი, ისინი ისვრიან", - თქვა „დოჟდის“ რესპოდენტმა.
თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი შენობაში შევიდა და შიგნით ცეცხლი გახსნა.
კროკუსის მერიის შენობაში ახალი აფეთქება მოხდა
ამის შესახებ „დოჟდი“ იტყობინება.
მისივე ინფორმაციით, ტერაქტამდე ორი კვირით ადრე, აშშ-ს საელჩომ გააფრთხილა მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მათ შორის კონცერტებზე.
3 დღის წინ პუტინმა ამას "პირდაპირი შანტაჟი" უწოდა, წერს Astra.
0
0