
რამდენიმე ტერორისტი ბლოკირებულია Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში. ამის შესახებ ტელეგრამის არხი Shot იტყობინება.
"რამდენიმე ტერორისტმა შენობის შიგნით ბარიკადირებულია", - თქვა წყარომ ტელეგრამის არხთან. საუბარია Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ტერორისტი დაკავებულია, თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამასთან, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები შტურმისთვის ემზადებიან.
რუსეთში სროლის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში მომხდარი ტერაქტი არის ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც მანამდე საერთაშორისო საზოგადოება ავრცელებდა გაფრთხილებას.
ცნობისთვის, აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის უკან უკრაინა დგას, რომელმაც მოიგერია რუსული აგრესია.
მკვლელობის შემზარავი ახალი კადრები! - თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026