
სპორტსმენს, ბექა ონიანს, რომელსაც 16 მაისს სპორტის ახალ სასახლესთან ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოების დახმარება სჭირდება, ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:
"სასწრაფოდ ! ! !
გვესაჭიროება პირველი უარყოფითი სისხლი .
ვისაც შეუძლია დახმარება, კავკასიის მედიცინის ცენტრში ბექა ონიანის სახელზე უნდა ჩააბაროს სისხლი, დეტალებზე შეგიძლიათ მომწეროთ."
ცნობისთვის, შემთხვევა 16 მაისს მოხდა. სპორტის ახალ სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მას საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიაყენეს. ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.
ოჯახმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი ივა ტყეშელაშვილია. ბექა ონიანის დედის, ნინო შერმადინის განცხადებით, დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას.- „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“
მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.
„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს... ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობდა დედა.
0
0