
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა იმის თქმა, ვინ დგას „ფლაიდუბაის“ რეისზე მომხდარის უკან.
„თავდამსხმელი პილოტის წინააღმდეგ საუდის არაბეთში გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადაიყვანენ. ან იქიდანაა, ან სულ მცირე, იქიდან აფრინდა. ჩვენ ვადევნებთ თვალს და შესაძლოა, გამოძიებაში მონაწილეობაც მივიღოთ. ასე რომ, გავიგებთ“, – განმარტავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ინტერვიუში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
„დუბაიდან ისრაელისკენ მიმავალ რეისზე, ისრაელთან მიახლოებისას, ერთი პილოტი მეორეს თავს დაესხა. როგორც ჩანს, დანა დაარტყა. ის სისხლს კარგავდა. თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ცხვირით ჩამოვარდნა დაიწყო“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს თქმით, ამ ინციდენტს შეიძლებოდა, „კიდევ ერთი 11 სექტემბერი“ გამოეწვია.
0
0