18/11/2026
23:33

უტიფრობის ზეიმია ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
კირცხალიას თქმით, სასამართლო დარბაზში ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მხილების მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა შესაძელებელი.
„თავისუფლად შეიძლება ჩვენი საზოგადოების მიმართ მათი დამოკიდებულების გაზომვა, როდესაც პირდაპირ ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში შეიძლება ისეთი ტყუილი თქვა და უარყო შენი პოლიტიკური იდენტობა, თითქოს საზოგადოება აკვარიუმში ვართ და წამის მეასედში არაფერი გვახოვდეს.
მათი სტრატეგია ერთია, ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარის გაგრძელება, რომლითაც მოქმედებენ ე.წ. ოპოზიციურ ველზე - დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან როგორმე ერთმანეთს, თავის წარსულს და აწმყოს გაემიჯნონ, შეეცადონ, რომ კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება, ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან. გამოვლენ სხვადასხვა ჯგუფები, შემდეგ დადგება ბატონი გვარამია და შეახსენებს, რომ ერთი ორგანიზმი არიან, ან გამოდგება მათი მთავარი ბელადი და სულიერი მამა, ბატონი სააკაშვილი, ან მოქმედების სტილს დაუწუნებს ვინმეს, შემდეგ აარჩევს, ვინ უნდა დადგეს და ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
0
0