
„თურმე „კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის“ ქვეყნის ღალატი უმაღლესი დიპლომატიის მწვერვალი ყოფილა. დღეს საზოგადოებას ეს უთხრეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ერთ-ერთი თემა იყო რეზოლუცია 1633, რაც წლებია საზოგადოებას აინტერესებს.
„ერთ მარტივ კითხვას ვსვამთ, მე-5 და მე-11 პუნქტს, რაც იქ წერია, ამას ეთანხმებით? ამაზე ხელმოწერა იყო სამშობლოს ღალატი? თუ არ იყო სამშობლოს ღალატი? თითოეული მათი განცხადება საკუთარი თავის შეურაცხყოფაა, მაგრამ ეს არის შეურაცხყოფა ერის, ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნის, ეს არის შეურაცხყოფა ჯარის, იმ გმირების, რომელთაც ეს უტიფრები სამარცხვინოდ, შუბლზე ძარღვგაწყვეტილები კიდევ რაღაც ფარად იყენებენ“, - აღნიშნა მან.
0
0