19/10/2022
16:20
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ეს არის ძალიან ბოროტი იუმორი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უკრაინაში ვიდრე ომი იქნებოდა, მანამდეც არ ერიდებოდნენ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას და ამაში ცალმხრივი მეგობრობის ელემენტები შეინიშნება.
„ამაზე შავი იუმორი რა შეიძლება იყოს, რომ ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რაღაცას აკეთებს? – ამაზე არავის გაეცინება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი, მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, ეს არის ძალიან ბოროტი იუმორი, მაგრამ რას ვიზამთ? – ამაზე კამათს და რაიმე რეაგირებას არ ვაპირებთ, რადგან უკრაინელი ხალხი ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძვის. სანამ უკრაინაში ომი იქნებოდა, მანამდეც არ ერიდებოდნენ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ძალიან სამწუხაროა და ამაში ცალმხრივი მეგობრობის ელემენტები შეინიშნება. ამაზე ახლა საუბარს არ ვაპირებთ, რადგან უკრაინა ომშია და მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიაა, თუმცა ამაზე ვისაუბრებთ, როცა უკრაინაში მშვიდობა იქნება და წარმატებას მიაღწევს იმ უბედურების მიუხედავად, რაც ახლა ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0