
"დასავლეთმა თავად გაუშვა ხელიდან ომის ჯერ კიდევ 2022 წელს დასრულების შესაძლებლობა," — სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელით რუსეთის „დაჩოქების“ მცდელობა ჩავარდა, თუმცა დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის მხარდაჭერას მაინც აგრძელებენ.
„უკრაინისთვის ხელი რომ არ შეეშალათ რუსეთთან შეთანხმების გაფორმებაში, რომელიც უკვე მზად იყო 2022 წლის აპრილში, ომი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა. მათ გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ უკრაინის მეშვეობით და მისთვის სრული პოლიტიკური, სამხედრო თუ ფინანსური დახმარების გაწევით, საძულველ რუსეთს მუხლებზე დააჩოქებდნენ. ეს სტრატეგია სრულად ჩაფლავდა. მიუხედავად ამისა, დასავლეთი უარს ამბობს საკუთარი შეცდომის აღიარებაზე და ომის ცეცხლზე ნავთის დასხმას განაგრძობს. ბოლოს და ბოლოს, დღეს ბრიტანელი, გერმანელი ან ფრანგი ჯარისკაცები როდი იღუპებიან. ვითარება მით უფრო სახიფათოა, რომ შემდგომი მილიტარიზაცია, დაძაბულობის ესკალაცია და გლობალური კონფლიქტის საფრთხე ზოგიერთი იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ეკონომიკურ ვარდნასა და მცდარი მიგრაციული პოლიტიკის შედეგებზე პასუხის გაცემა არ ძალუძს, შესაძლოა პოლიტიკური გადარჩენის რეცეპტად იქცეს. “- განაცხადა ფიცომ.
1
0