
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის ლანდტაგის (მიწის პარლამენტის) არჩევნებში, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იმარჯვებს.
ეგზიტპოლების თანახმად, ის ხმების 44,5%-ს აგროვებს. მიწის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ პარტიიდან ულრიხ ზიგმუნდია (Ulrich Siegmund).
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU), რომლის წევრიც მიწის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სვენ შულცეა (Sven Schulze), ეგზიტპოლების მონაცემებით, 18,5%-ს იღებს;
მემარცხენე პარტია — 9,5%-ს,
„ალიანსი 90 / მწვანეები“ — 9%-ს,
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) — 8%-ს,
ზარა ვაგენკნეხტის კავშირი (BSW) კი — 5%-ს. თ
ავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ (FDP) ამომრჩეველთა 2%-იანი მხარდაჭერითა და სხვა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს — ირკვევა ეგზიტპოლის მონაცემებიდან.
ამ შედეგების მიხედვით, საქსონია-ანჰალტის ლანდტაგში 83 სადეპუტატო მანდატი შესაძლოა შემდეგნაირად გადანაწილდეს: AfD მიიღებს 39 მანდატს, CDU — 16-ს, მემარცხენე პარტია და „ალიანსი 90 / მწვანეები“ — 8-8-ს, ხოლო BSW — 5-ს.
პირველი შუალედური შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთ საათში გამოქვეყნდება.
არჩევნების წინასწარი შედეგები კი, სავარაუდოდ, 7 სექტემბრის ღამეს ან ამავე დღის დილისთვის გახდება ცნობილი.
0
0