
The Wall Street Journal წერს, რომ უკრაინას პორნოინდუსტრიის ლეგალიზება სურს, რათა საკუთარი მებრძოლებისთვის შეიარაღება შეიძინოს.
სახალხო დეპუტატ ჟელეზნიაკის შეფასებით, ამ ინიციატივამ უკრაინის ბიუჯეტს ყოველწლიურად, სულ მცირე, 25 მილიონი დოლარი შეიძლება მოუტანოს.
მისი თქმით, ეს თანხა დაახლოებით 30 ათასი უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად იქნებოდა საკმარისი.
„ეს ქალები ან გადასახადებს არ იხდიან და ამის გამო სისხლისსამართლებრივ დევნას აწყდებიან, ან იხდიან გადასახადებს და ბრალდება პორნოგრაფიის შესახებ კანონების დარღვევისთვის ედებათ. ეს ტრაგიკომიკური ვითარებაა“, — განაცხადა ჟელეზნიაკმა.
WSJ-ს მოჰყავს მონაცემები, რომლებიც ბაზრის მასშტაბს აჩვენებს: მხოლოდ 2023 წელს 7,9 ათასმა უკრაინელმა OnlyFans-ზე 131 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. დევნის დაწყების შემდეგ ბევრი მოდელი საზღვარგარეთ გაემგზავრა, ახლა უკვე იქ მუშაობს და გადასახადებსაც იქ იხდის.
კანონპროექტმა, რომელიც პორნოგრაფიის წარმოებას, ვებკამ-მოდელების მუშაობასა და ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებებს უშვებს, ვერხოვნა რადაში პირველი მოსმენა უკვე გაიარა.
0
0