საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს განაგრძობს

0
21

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით დღეს განიხილავს.

ჯერ პროექტს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გაიტანენ და ცნობილი გახდება თარიღი, ივლისის რომელ რიცხვამდე იმოქმედებს შემუშავებული ცვლილებები.

საუბარია ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ახალი ნორმები გარდამავალ დებულებებში აისახება და განისაზღვრება შეზღუდვების მოქმედების კონკრეტული ვადა.

როგორც ცნობილია, ცვლილებათა პაკეტი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, პანდემიის დროს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას, ან დამტკიცებას გულისხმობს. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საუბარია გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული,ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებზე,კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით. საკანონმდებლო ცვლილება, დამტკიცების შემთხვევაში, 23 მაისიდან ამოქმედდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებული კანონი პირველი მოსმენით 21 მაისს მიიღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here