
დიზაინერი გიორგი ქებურია, “ქართული ოცნების” დეპუტატ ნინო წილოსანის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ წილოსანს ქებურიას დიზაინით შექმნილი მწვანე პიჯაკი აცვია.
"ჩემი პიჯაკი რომ მოგიცვამს, ქვეყნის მტერო! კი, ულამაზესია, მაგრამ ელგებედეა ეგ პიჯაკი და რამე არ გადმოგედოს, ნინო" - წერს დიზაინერი.
ქებურიას განცხადებას ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"ახლა ცოტა რომ განვიტვირთოთ, გიორგი ქებურია, უდავოდ ნიჭიერი დიზაინერი ხარ. ამას ისიც ადასტურებს, შენი პიჯაკი რომ "მომიცმია". შენი პირადი ცხოვრება საერთოდ არ არის ჩემი საქმე და არც არასდროს დავინტერესდები ამით. პიჯაკი კი ნამდვილად ლამაზია", - წერს წილოსანი.
გიორგი ქებურიას დიზაინით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი საკმაოდ პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.
საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა თუ ფეხსაცმელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც ფოტოსესიებისთვის ხშირად ირჩევენ.
marao.ge
0
0