09/05/2024
00:28
სოც-ქსელები
"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მის ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ"- წერს ჯაფარიძე "ფეისბუკზე".
ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა მკურნალმა ექიმმა. მისი განცხადებით, გია ჯაფარიძისა მდგომარეობა საყურადღებოა. ის დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.
“ჯაფარიძის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ. უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე სტაბილურია მისი ზოგადი მდგომარეობა. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა, თავის არეში, ძირითადად სახისა და თავის არეში. დღეს უტარდება კვლევები და სავარაუდოდ, დარჩება ჩვენთან მკურნალობის გაგრძელების მიზნით. მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ საყურადღებოა ამ შემთხვევაში.” - აცხადებს ექიმი.
რაც შეეხება თავად დაზარალებულს, ის აცხადებს, რომ “რუსეთი თავს დაესხა”.
“რაც ხდება ამ ქვეყანაში, ის ხდება. რუსეთი დაგვესხა თავს. ორი ნაღდად მახსოვს თავდამსხვმელი, შეიძლება სამი. სახლთან, სადარბაზოსთან. არაფერი არ უთქვამთ, პირდაპირ ცემა დაიწყეს... ბევრი მირტყამდა, ორი ნაღდად იყო. რაღაც ჯოხებით, არ ვიცი. რატო ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. პოლიცია ინფორმირებულია” - ამბობს გია ჯაფარიძე
0
0