
"იმის ფონზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ნატო არ გაფართოვდება და უკრაინა მარცხდება, და არა მხოლოდ ამბობს, არამედ ეროვნული უსაფთხოების დოკუმენტშია ეს აღბეჭდილი, იქნებ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოაზროვნე ნაწილმა მაინც რეტროსპექტულად შეაფასოთ ბოლო 1 წელი“-წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ ახლა, როცა შეუძლებელი გახდა რეალობის იგნორირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევის ფონზე, ბაბლშიც კი ალაპარაკდა ხალხი მრავალექტორულ საგარეო პოლიტიკაზე.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ათით ნოლი მოიგო.
"უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოცნების ფსონი იყო ასეთი: რუსეთი გაიმარჯვებს, უკრაინას ცუდი ბედი ელის და მხოლოდ დასავლეთზე ჩამოკიდება და ნატო ნატოს ყვირილი უკვე სახიფათოა ჩვენთვის. შესაბამისად 1) პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან 2) სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. რა იყო ოპოზიციის ფსონი მთელ ამ პერიოდში? ოთხი წელი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი მარცხდება, სანქციები დაშლის, და რომ გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა და დროზე უნდა დავაჩქაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
ახლა, როცა უკვე შეუძლებელი გახდა რეალობის იგნორირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევის ფონზე, ბაბლშიც კი ალაპარაკდა ხალხი მრავალექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა რანაირი მულტივექტორულობაა, როცა დასავლეთთან დაპირისპირებაში ვართ და სრულად მეორე პოლუსზე მოვექეცითო. ცხადია დასავლეთის სრულად გადამტერებაც არაა კარგი აზრი და ოცნება ვფიქრობ რომ ზედმეტად შევიდა კონფრონტაციაში. თუმცა ამას აბალანსებენ იმით, რომ აღრმავებენ ურთიერთობას დასავლეთის მოკავშირე რეგიონალურ აქტორებთან, ისრაელთან და ემირატებთან, საუდის არაბეთის დაინტერესებასაც ცდილობენ, ხოლო ევროპაში ჰყავთ მოკავშირეები უნგრეთის და სლოვაკეთის სახით, რომლებიც იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბიძინა, მაგრამ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები და ოცნება იყენებს მათ ფარად სანქციებისგან. შავი ზღვის კაბელის პროექტს ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა და ამ და მსგავსი პროექტების კონტექსტში გაგრძელდება ევროკავშირთან ურთიერთობაც, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების საკითხი დაპაუზებულია.
ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს ათით ნოლი, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი და რეტროსპექტული მაინც ეს ნათელია, თუმცა 2024 წლის ოქტომბერშიც ეს ყველაფერი იყო განჭვრეტადი, რა მომენტშიც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ვიცოდი, რომ ბოიკოტი დაღუპავდა ოპოზიციას და ოცნება ისარგებლებდა სიტუაციით და ავტორიტარიზმის დამყარებას ეცდებოდა, სამწუხაროდ ოპოზიცია აღმოჩნდა დეგენერატი და მადამ დე არალეგიტიმურის ბოდვების, ბაბლის ბულინგის შიშით თუ რასა იუკნევიჩიენეს იმედად, ბოიკოტი გამოაცხადა და ისედაც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ოცნებას ავტორიტარიზმის დამყარების საშუალება მისცა და ჩაიტარა ჰარაკირი, ნაცვლად იმისა, რომ კოჭლი დემოკრატია მაინც შეგვენარჩუნებინა“- წერს დობორჯგინიძე.
0
0