ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ ითხოვს იმ ძალადობრივი ქმედებებისა და დანაშაულების ლეგიტიმაციას - ბექა დავითულიანი
A-
+A

მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ის, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, პირდაპირ ითხოვს იმ ძალადობრივი ქმედებების და დანაშაულების ლეგიტიმაციას, რაც მას ნამდვილად ჩადენილი აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ის ითხოვს, რომ მას ეპატიოს გირგვლიანის მკვლელების შეწყალება და ამ სისტემური დანაშაულის მოთავეობა, რომ მას ეპატიოს ათასობით ჩაცხრილული ადამიანის დანაშაულები.
„ეს ამ რეჟიმის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, როცა მასზე ვინმე ამბობს, რომ ის უდანაშაულოა, უნდა გათავისუფლდეს და რაღაცნაირად პასუხისმგებლობას აცილებს. ის, ვინც ამას აკეთებს, თანაზიარია იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა. ამით ცდილობენ ის აქედან დააძვრინონ. როგორც ჩანს, მათ ეს სისტემა და ძალადობრივი რეჟიმი მოსწონდათ. ვინც მიხეილ სააკაშვილს უსმენს და აქვს სურვილი, რომ ვინმემ მისთვის იბრძოლოს, იბრძოლოს. თუმცა საბედნიეროდ დიდ სურვილს ხალხში ვერ ვხედავ“, – განაცხადა დავითულიანმა.
0
0
504
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%