
ვატიკანის ცნობით, პაპი ფრანცისკე მკურნალობაზე "დადებითად რეაგირებს" და მისი მდგომარეობა "თანდათანობით" უმჯობესდება.
"ბოლო დღეებში წმიდა მამის კლინიკური მდგომარეობა რჩება სტაბილურად და, შესაბამისად, მკურნალობაზე დადებით რეაგირებაზე მიუთითებს. [...] შესაბამისად, არის თანდათანობითი, მცირე გაუმჯობესება". - წერს ვატიკანი.
პაპ ფრანცისკეს, რომელიც საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს, თავდაპირველად სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.
88 წლის ფრანცისკეს, რომელიც პაპი 2013 წლიდანაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად აწუხებდა გრიპი და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
თებერვლის დასაწყისში კი, ფრანცისკემ ყოველკვირეულ წირვაზე მომლოცველებს უთხრა, რომ მას "ძლიერი გაციება" აწუხებდა, რაც შემდგომ, ვატიკანის ინფორმაციით, ბრონქიტი აღმოჩნდა.
0
0