
ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეჩერებას ეხმაურება და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რიტორიკა თავისუფალ მედიაზე რეალობას აცდენილია.
„ევროპარლამენტში ხშირია ხაზგასმა პლურალიზმზე, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ მედიაზე. თუმცა, ეს რიტორიკა ფუჭია, რადგან გამოხატვის თავისუფლება ამ დაწესებულებაში, როგორც ჩანს, მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც ერთსა და იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც ნათლად გამოჩნდა თავისუფალი ქართული მედიასაშუალებების დაბლოკვით. უფსკრული ევროკავშირის მისწრაფებებსა და რეალობას შორის კვლავ დიდია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მედიასაშუალებები ასევე უნდა იყვნენ ჩართულნი [ამ პროცესში]“, - განუცხადა მან „ქრონიკას“.
0
0
19 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
15/05/2026
18 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
15/05/2026