
„ასთი ღია წერილები არის გათვლილი შიდა აუდიტორიისთვის. რომ საქარტველოს მოსახლეობა კიდევ ერტხელ შეიყვანონ შეცდომაში... როდესაც "ოცნებას" კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა. „- განაცხადა "თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო "სივრცის" ეთერში.
"დანია ე.წ. დემოკრატიული ინდექსებით მე-7 ადგილზეა და საქართველო 94-ე ადგილზე. თუ მოხდა ძალის გადაჭარბება, იქ არსებობს სასამართლო სტრუქტურა და სახვადასხვა ინსიტიტუტები, ამაზე მოახდენენ რეაგირებას, სადაც ადამიანს შეუძ₾ია დაიცვას საკუთარი უფლებები, რაც საქართველოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არასასიამოვნოა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე იქნება ამ პოზიციაზე, რომ მსგავსი ძალა არ იყოს გამოყენებული და რაც შეიძ₾ება მეტად ჰქონდეს სახელმწიფოს შეზღუდული მსგავსი ფუნქციები. თუმცა, მსგავსი მეთოდების გამოყენება არ არის უცხო, ყველა ქვეყანა იყენებს ამ მეთოდებს. განსხვავება იმაშია, შემდგომ, თუ როგორ ხდება ამ დარბევაზე რეაგირება. თუ არის დემოკრატიული ქვეყანა, ორიენტირებულია მოქალაქეებზე- შემდეგ აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ამისი განხილვა მოხდეს და შესაბამისი ზომების მიღება. ეს ისეთი ძალადობრივი სტრუქტურებია, პოლიცია თუ სხვა რამ, შესაძლოა მოხდეს გადაჭარბება- აშშ იქნება თუ სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა. მთავარია არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს."- განაცხადა, თამარ გამყრელიძემ.
შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა აქციის დაშლის მეთოდები დანიასა და საქართველოში- თამარ გამყრელიძის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს აქციის დაშლის სხვადასხვა მეთოდები.
"ის მეთოდები რომელიც გამოიყენება, წყლის ჭავლი თუ სხვა მეთოდები დაშლის- ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც მოიაზრებს ისევ თავისი უსაფრთხოებისთვის,თუ მოხდა ესკალაცია... მაგრამ სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს, რომ გადააჭარბოს თავისი უფლებამოსილება და უნდა ეშინოდეს გადააჭარბოს პროპორციას ამ მეთოდის გამოყენების. თუ იცის, რომ დადგება მისი პასუხიმგებლობა, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალას გადააჭარბა, მაშინ აირჩევს სიფრთხილეს. ეცდება, რომ ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდი გამოიყენოს. სახელმწიფოს აქვს უფლება ფაქტის პროპორციულად მიიღოს გადაწყვეტილება აქციის დაშლის. საქართვლოშიც არსებობს აქციის დაშლის უფლება, თუმცა უნდა იყოს პროპორციულობა დაცული და არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თუ მოხდა გადაცდომა... მაგალითად, საქართველოში ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს- საკმაოდ სანდო გამოძიება იყო "ბიბისის" მიერ. გამოძიებაში იყო ექიმების კვლევა, რომელიც შეიძ₾ებოდა გარკვეულ მტკიცებულებადაც გამოგვეყენებინა და ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ ჰყვებიან. შემდეგ ამის გამოძიება უნდა ხდებოდეს, ეს მძიმე ბრალდებაა, რომელიც ცდება საქართველოს ფარგლებს. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც არის დაშვებული და რაღაც არ არის, სწორედ ქიმიური ნივთიერების გამოყენება არ არის დაშვებული."- ამბობს თამარ გამყრელიძე.
0
0