
რას გეგმვას ოპოზიცია 26 მაისს და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ ოპოზიციის აქციაზე მისულ ადამიანებს? - რადიო "სივრცის" ეთერში "თავისუფლების მოედნის" წევრმა თამარ გამყრელიძემ ისაუბრა.
"ვინაიდან ვილაპარაკეთ საერთაშორისო მიმართულებით, მინდა ამ აქციების მნიშვნელობას ამ კუთხით გავუსვა ხაზი. საქართველო რომ საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, ერთ -ერთი ყველაზე მკაფიო მიზეზი არის ის, რომ საქართველოში არსებობს მუდმივი პროტესტი. რუსთაველის თუ სხვა სახის, განსაკუთრებით ეს მარშები და ქუჩის პროტესტი. ეს არის ყველაზე მეტად უფრო ხილვადი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ამისი გაშუქება არის მარტივი. აქ ჩანს, რომ არა ერთი და ორი, არაერთი ადამიანის სურვილი და ნებაა, თუნდაც დასავლეთთან იყოს კავშირში საქართველო და "ოცნებას" ჩამოერთვას ძალაუფლება, არამედ ქართველი ხალხი ერთად დგას, ითხოვს დემოკრატიის დაბრუნებას, ითხოვს "ოცნებამ" დათმოს ძალაუფლება და ითხოვს თავის ევროპულ მოოავალს-" - განაცხადა
შეკითხვაზე- "ანუ, ამბობთ, რომ 26 მაისის აქცია, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, თქვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, დაინახონ აქ პროტესტი? ამისთვის მზადდება ეს აქცია?
"მხოლოდ ეს არ არის, გარდა ამისა, შიგნითაც მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად დამოუკიდებლობის დღეს, ერთად ვანახოთ ძალა და ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, განვამტკიცოთ და ერთად ვიბრძოლოთ."- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.
0
0