
საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების ცნობით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.
ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.
ამავდროულად, დღეს ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია აპირებს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართოს.
0
0