
კომპანია „თელასმა“ 2026 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში კომპანია „თელასმა“ 2,889 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 2,4% (67 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2025 წლის იანვარ-სექტემბერში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2026 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,2%-ით (33,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 838,1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 750,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 87,3 ათასი – იურიდიური პირი.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 7 867 კმ შეადგინა, რაც 5,6%-ით (414 კმ-ით) აღემატება 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელს (7 453 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
0
0
სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა
15/10/2026