
„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელმა აქცია ის დაგვანახა, რომ ის 5%-იც გადაჭარბებულია, რომელიც IRI-მ დაუწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა IRI-ის კვლევის თანაფარდობის სისწორე.
„ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომელ მხარეს დგას. ქართველი ხალხი დგას საქართველოს, მისი ინტერესების და მისი ხელისუფლების მხარეს და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრის მხარეს, რომელსაც საქართველოში არეულობა, სისხლისღვრა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება უნდოდა. დადასტურებულად ვიცით, რომ ამის გამო შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებულ ადამიანს აქციას რომ მიუძღვნი, ჯერ იქ ვინც მივიდა, იმათ რაღა ვუთხარი, მაგრამ, რომ მივიდა რამდენიმე ათეული ადამიანი და არ მივიდა მეტი, ესეც აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ძალიან საღად უყურებს ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0