
ეკა გიგაურს არავინ არაფერს ეკითხება, ამ სიაში ვის შეიყვანს და ვის ამოიღებს. ის არულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან.
შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ეკა გიგაურის ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრების სიაში მიხელ სააკაშვილის შეყვანის შესახებ.
მან მოუწოდა მედიას, დაინტერესდნენ, ვინ აფინანსებს გიგაურის ორგანიზაციას.
„ერთადერთი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ არის ამ დავალების მიმცემი, ვინაიდან ისინი მალავენ თავის დამფინანსებლებს. დღეს მისი „ენჯეო“ არის ესტონეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ, რეგისტრირებულია ესტონეთში და არ ასაჯაროებს თავის დაფინანსებას. მედია აქ ხართ, დაინტერესდით, იკითხეთ, თქვენ მაინც არ გაინტერესებთ - იქნება ეს პარტიული მედია თუ არას, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს. როგორც კი გაიგებთ, ვინ აფინანსებს ეკა გიგაურს, იმ წუთასვე გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს, ვინაიდან ეს არის მტრული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0