
“დეტალებში გავაანალიზე ეს კანონპროექტი-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ საზოგადოების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება” - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ტვ “პირველთან” ისაუბრა.
„ყველას აქვს უფლება და უფრო მეტის ვალდებულება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს. ვხედავდი, რომ ევროკავშირი, აშშ, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი-მეთქი ვერ გეტყვით, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი აი ამ დამოკიდებულებას და ალბათ ეს იყო გადაწყვეტილების საფუძველი“- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ამასთან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავს.
ცნობისთვის, დავით სერგეენკო ერთ-ერთია “ქართული ოცნების” იმ ოთხი დეპუტატიდან, რომლებმაც ოქმის მიხედვით, ე.წ. უცხოელ აგენტებზე კანონპროექტის კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025