18/03/2023
21:40
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო განმარტავს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა “ხალხის ძალის” მიერ მომზადებული კანონპროექტის კენჭისყრაში.
„ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მე ვერ გეტყვით რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი,“ — აცხადებს დავით სერგეენკო ტვ “პირველთან”.
ამასთან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ბოლო მოწვევის პარლამენტია და მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ გეგმავს:
"რაც არ უნდა მოხდეს, პოლიტიკოსობა არაა ის რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, ექიმად ვიმუშაო. მე-10 მოწვევა ბოლოა, როცა მე პარლამენტში საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ.
სამომავლო გეგმები დამოკიდებულია იმაზე, შეჯერებული პოზიცია პარტიაში როგორი იქნება. საბოლოო ჯამში ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიას დავუბრუნდები“ — ამბობს დავით სერგეენკო ტვ “პირველთან”.
ცნობისთვის, დავით სერგეენკო ერთ-ერთია “ქართული ოცნების” იმ ოთხი დეპუტატიდან, რომლებმაც ოქმის მიხედვით, ე.წ. უცხოელ აგენტებზე კანონპროექტის კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.
0
0