საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნა
A-
+A

ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის წარდგენაც გაიმართა.
კატალოგი მუზეუმში დაცულ ქრისტიანული ხელოვნების X–XVIII საუკუნეების საგანძურის 200-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს.
„გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის და ოქრომჭედლური ხელოვნების, ასევე, ქვეყნის მხატვრული მემკვიდრეობის წარმოჩენის, სამუზეუმო კოლექციების კვლევისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს სამუზეუმო კოლექციების შესწავლასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღის, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის კონტექსტში”, - აღნიშნა კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენაზე - ,,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ წარმოდგენილია მუზეუმის ფონდებში დაცული, X-XVIII საუკუნეების ეროვნული მემკვიდრეობის საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის: ქართული ხელნაწერი წიგნები, ქართული ოქრომჭედლობის ნამუშევრები - ჭედური და ფერწერული ხატები და საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები.
გამოფენა 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
0
0
32
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%