საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ის, ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა ქართულ ენაზე აღავლინა
A-
+A

14 ოქტომბერს სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა- ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენებისა და ფაქტების მცდარი ინტერპრეტაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი. გამონაკლისი არც წლევანდელი სვეტიცხოვლობა ყოფილა.საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომელთა წარმომადგენლებმაც სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. თანამსახურებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.მსგავსი წესი მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა. ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ეს, ჩვეულებრივ, საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია იცავს.ასე რომ, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.აქვე დავძენთ, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის მსგავსად, სხვა არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ენაა.
მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავი შეიკავონ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების ხელშემწყობი ცნობების გავრცელებისგან.ნაკლების ჩვენება"- ნათქვამია განცხადებაში.
0
0
56
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%