12/10/2021
15:17
პოლიტიკა
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან რთული ამოცანა აქვს პოლარიზაციის შესუსტების თვალსაზრისით.
„როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ შეაფასა ეს არჩევნები, რომ ძირითადად კარგად ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესების შესაძლებლობები აქაც არსებობს და მათი სურვილია, დამთავრდეს პილიტიკური პოლარიზაცია.
ჩვენც ვუერთდებით ამ იმედს, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტ ზურაბიშვილსაც მინდა, მივულოცო. ის ცდილობს და ძალიან რთული ამოცანა აქვს მას ამ პოლარიზაციის შესუსტების და შუამავლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.
ბელენის განმარტებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
„მე ვგულისხმობ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ავსტრია 13 წელია უკვე, 2008 წლიდან არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილე, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მისიაა ადგილზე, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს შესაძლებლობა, თვითონ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმოქმედოს. ჩვენ მოველით და რუსეთისგან მოვითხოვთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აფხაზეთშიც და ოსეთშიც მოახერხოს მუშაობა.
ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პანდემიის გამო, უკვე მესამე მცდელობაა თქვენი ჩამოსვლისა ავსტრიაში და ძალიან გვიხარია, რომ როგორც იქნა ჩამობრძანდით. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევხვდით. ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა და დღის მეორე ნახევარში გავაგრძელებთ ამ საუბარს“, – აღნიშნა ალექსანდერ ვან დენ ბელენმა.
0
0