12/10/2021
14:49
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე საქართველოს პირველი მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას. მე მგონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი. ყველაფრის მიუხედავად, მე მგონი, სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში. მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა.
ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა წელს და აღვნიშნავთ ამ 100 წლისთავზე, თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო სწორედ მშვიდობისკენ ორიენტირებული. ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ გამოუშვა მარკა მისი სახელობით და მე მგონი, ესეც გვაერთიანებს, ქალი, რომელიც იყო მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
0
0