13/10/2021
15:13
პოლიტიკა
დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ათი ათასობით ლარს ხარჯავდა. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილს ძვირადღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდნენ საკუთარი თანაგუნდელები და მასთან დაახლოებული პირები.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. ექსპრეზიდენტი 2009 წლის 8-10 იანვარს ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დელეგაციის წევრებად ახლდნენ დავით ბაქრაძე, თემურ იაკობაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, რაფაელ გლუქსმანი, ნიკა ყიფშიძე და ალანა გაგლოევა.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ 8-10 იანვარს იყო განსაზღვრული, პრეზიდენტი 4-5 იანვარს გერმანიას, 6 იანვარს ავსტრიას, 7-დან 10 იანვრამდე, ისევ გერმანიას და 11-13 იანვარს ბათუმს სტუმრობდა. ანუ, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, განსაზღვრულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (8-10 იანვარი), ხოლო დანარჩენ თარიღებში სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.
ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2010 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე - ავსტრიის ქალაქ ჰინტერგლემის სასტუმრო „MARTEN”-ში ანაზღაურებულია პრეზიდენტის მეუღლის, მისი სიმამრის და შვილების განთავსების ხარჯები. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ავსტრიული სატრანსპორტო კომპანიის მიერ 3 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად და 8-12 იანვარს 2 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად დაფიქსირებულია საქართველოს საელჩო, ხოლო აღნიშნული მომსახურების ღირებულება 47,315 ლარი (19,405 ევრო) ანაზღაურებულია დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. სულ ამ პერიოდში აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულმა ხარჯმა 117 ათას ლარს გადააჭარბა.
0
0