
22 მაისიდან „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოტანისა და ბრუნვის შეჩერების მიზნით დროებითი სანიტარული ზომა აამოქმედა და „მინერალური ბუნებრივი სამკურნალო-სუფრის გაზიანი სასმელი წყალი „ჯერმუკის" შეტანა შეაჩერა.
როგორც „როსპოტრებნადზორი" იუწყება, აღნიშნული პროდუქცია არ შეესაბამება მარკირებაზე მითითებულ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ტექნიკური რეგლამენტის 044/2017 („დაფასოებული სასმელი წყლის, მათ შორის ბუნებრივი მინერალური წყლის უსაფრთხოების შესახებ“) მე-3 განყოფილების მე-10 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევას.
წყალში გამოვლინდა ჰიდროკარბონატ-იონის, ქლორიდებისა და სულფატების შემცველობის გადაჭარბება. პროდუქციის სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს არაეფექტური მკურნალობა და ჯანმრთელობის გაუარესება.
„როსპოტრებნადზორმა“ შესაბამისი შეტყობინებები გაუგზავნა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს. ასევე ინფორმაცია მიეწოდა საცალო ვაჭრობის კომპანიების ასოციაციასა (АКОРТ) და ინტერნეტ-ვაჭრობის კომპანიების ასოციაციას (АКИТ).
მინერალური წყალი „ჯერმუკის“ ბრუნვასთან დაკავშირებული სიტუაცია „როსპოტრებნადზორის“ კონტროლქვეშ რჩება.
0
0