
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 8-9 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში გამოაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს. მხედველობაში მივიღეთ კიევის რეჟიმის მეთაურის მიერ ერევანში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გაკეთებული განცხადება, რომელიც შეიცავს 9 მაისს მოსკოვზე დარტყმის მუქარას. რუსეთის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუ კიევის რეჟიმი შეეცდება, განახორციელოს თავისი დანაშაულებრივი გეგმები, რუსეთის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ საპასუხო, მასიურ სარაკეტო დარტყმას კიევის ცენტრში. რუსეთი, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, თავს იკავებდა ასეთი ქმედებებისგან ჰუმანიტარული მიზეზების გამო. ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის მშვიდობიან მოსახლეობას და უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0