
"მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა. ეს, პირველ რიგში, ოჯახში ინვესტიციების განხორციელებით შეიძლება გაკეთდეს, რაც მამაკაცსა და ქალს შორის მტკიცე კავშირზეა დაფუძნებული, - რომის პაპი ლეო XIV.
პაპმა ლეო XIV-მ პარასკევს, წმინდა საყდარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ვატიკანის დიპლომატიური საქმიანობის საყრდენებია სიტყვები „მშვიდობა“, „სამართლიანობა“ და „ჭეშმარიტება“. ის გამოვიდა დიალოგისკენ, იარაღის წარმოების შეწყვეტისა და უკრაინასა და წმინდა მიწაზე კონფლიქტების მოგვარების მოწოდებით.
თავის ერთ-ერთ საკვანძო სიტყვაში პონტიფიკოსი გლობალური უთანასწორობის დასრულების მოწოდებითაც გამოვიდა.
"მმართველი ელიტის ამოცანაა ჰარმონიული და მშვიდობიანი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობის ხელშეწყობა“, - აღნიშნა მან.
მისი განმარტებით: „ეს, პირველ რიგში, ოჯახში ინვესტიციების განხორციელებით შეიძლება გაკეთდეს, რაც მამაკაცსა და ქალს შორის მტკიცე კავშირზეა დაფუძნებული“.
ამავდროულად, პაპმა განსაკუთრებით აღნიშნა ყველა ადამიანის ღირსების დაცვის აუცილებლობა და „განსაკუთრებით დაუცველებისა და მოწყვლადების: ჯერ არდაბადებული ბავშვებიდან მოხუცებამდე, ავადმყოფებიდან უმუშევრებამდე, იქნება ეს მოქალაქე თუ მიგრანტი“.
0
0