
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი, დიპლომატ ვიქტორ დოლიძეს უსმენენ.
ვიქტორ დოლიძე იხსენებს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდგე განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა გამოგონილი ბრალდებებით, თითქოს ის ყოფილიყო ანტიევროპული და ანტიდასავლური ძალა ქართულ ხელისუფლებაში.
„ის რაც დღეს ხდება და მომავლ წლებში რაც განვითარდა შემდეგ, ეს პრობლემატური თემები მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ეს არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინწინ და არც გასული 5-6 წლის განმავლობაში. ეს დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბერს. როდესაც „ქართული ოცნების“ კოალიცია მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სერიოზული დისტრიბურება, განსაკუთრებით, ბრიუსელის და სხვა დედაქალაქების კოლეგებთან, რომ ხელისუფლებაში მოვიდა რუსული ოლიგარქიული ოჯახი და ჩვენ თავიდანვე გვიწევდა, განსაკუთრებით პარალმენტში ყოფნის დროს, თუ რაოდენ დიდი ზეწოლა იყო თავიდანვე იმაზე, რომ ჩვენ დაგვემტკიცებინა და რამდენი ძალისხმევა დაგვჭირდა ჩვენ თვითონ კოალიციის წევრებს, რომ, ან რა გვქონდა დასამტკიცებელი მართალი გითხრათ მეცინებოდა კიდეც ამაზე, მაგრამ იყო სამუშაო, ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული, რომ ეს არის პროევროპული, პროდასავლური ძალა, რომელსაც ნატოში და ევროკავშირში წევრობა სურს და ეს ბოლოს გახსოვთ, კონსტიტუციაშიც იყო ჩაწერილი და გათვალისწინებული, სხვა არავის არ ჩაუწერია თუ არა ჩვენ.
განსაკუთრებით ევროპარლამენტის კედლებს ვიტყოდი. იქ სადაც ყველაზე რთული მუშაობა გვიწევდა ჩვენ. ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, როგორც ევროპის სახალხო პარტიასთან, რომელიც ყველაზე დიდი მოთამაშეა ევროპარლამენტში, მოგეხსენებათ დღესაც კი, არა ისეთი ძალით, მაგრამ მაინც, ისევე როგორც სოციალ დემოკრატებთან, ასევე „ალდესთან“, თუნდაც ე.წ რადიკალური ჯგუფები უკიდურესად მემარცხენეები თუ მემარჯვენეები, საწყის ეტაპზე ყველასთან ვმუშაობდით. სამწუხაროდ მეორე მხრიდან გვხვდებოდა ის, რომ იგივე ოპოზიციის მხრიდან, ამ დროს მოგეხსენებათ თქვენ პრაქტიკულად 60/40-ზე იყო პროცენტულად უკვე ავიღებდით პარლამენტს, უკვე კონფიგურაციას, ის 40%-იც იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ საიდანაც გვხვდებოდა მათ მიერ ნამუშევარი, რომელიც შეეხებოდა, რომ ეს არის პრორუსული, ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, არავითარი საერთო ევროპასთან არ აქვთ“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
0
0
2 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
30/06/2025