
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება დაიწყო უნივერსიტეტის რექტორის განცხადების საფუძველზე.
დავით გურგენიძემ პროკურატურას წერილობით 17 ოქტომბერს მიმართა, რომელშიც საუბრობდა "საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე. საუბარია კოსტავას 77-ში მდებარე უძრავი ქონების მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების შესახებ.
საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, გიული ალასანიას განცხადებით, მათ შენობები ძალიან ძვირად აქვთ ნაყიდი და ისინი გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.
"რა თქმა უნდა, ტყუილია, რადგან როდესაც ჩვენ მოვინდომეთ მაგის შეძენა და საბუთი ვთხოვეთ, ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა... იმათ ვერცერთი საბუთი ვერ მოიტანეს საერთოდ. აღმოჩნდა, რომ ქალაქს ეკუთვნოდა. ჩვენ ყველა შენობა ვიყიდეთ ძალიან ძვირად. [დღეს დაიწყო გამოძიება] და, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
0
0