"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრას რუსთავი მასპინძლობს. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილება. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები - ამ თემებზე მსჯელობა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. იგეგმება ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ღონისძიებას ცოტნე ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრები სულ ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.
A-
+A

ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.
„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, აუცილებლად ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული და წინ წასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“- განაცხადა ლიპარტელიანმა.
0
0
37
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%