
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რომის პაპ ლეო XIV-თან სატელეფონო საუბარი გამართა.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის თხოვნით, ვლადიმერ პუტინმა რომის პაპ ლეო XIV-ს წარმატებები უსურვა სამწყსო მსახურებაში. პაპმა ორ ეკლესიას შორის დიალოგის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.
„უკრაინასთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლისას, ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა თავისი ინტერესი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მშვიდობის მიღწევის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და სრული გადაჭრისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა.
ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კიევი, კონფლიქტის ესკალაციაზე დაყრდნობით, რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ საბოტაჟს ახორციელებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინული მხარის მიერ ბოლო დროს მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული განზრახ და მიზანმიმართული თავდასხმა საერთაშორისო სამართალში ცალსახად ტერორიზმად არის კვალიფიცირებული.
კიევის ხელისუფლების მიერ კანონიკური უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით, გამოითქვა იმედი, რომ წმინდა საყდარი უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს რელიგიის თავისუფლებას უკრაინაში. საუბარი კონსტრუქციული იყო. ორივე მხარემ კონტაქტების გაგრძელების სურვილი გამოთქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ პუტინი რომის ახალ პაპ ლეო XIV-ს ტელეფონით პირველად ესაუბრა.
0
0