
როგორც კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს, ვლადიმერ პუტინი კვლავ მოითხოვს, რომ დონბასის მთელი რეგიონი უკრაინის ტერიტორიას გამოეყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უარს ამბობს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დათმობაზე.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი არ უხვევს თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნებიდან, რომ კიევმა დათმოს დონბასის ტერიტორია, ასევე დაეთანხმოს შეიარაღებული ძალების შეზღუდვას, შეწყვიტოს ნატოში გაწევრიანების ამბიციები და გაიყვანოს დასავლური ჯარები უკრაინის საზღვრებიდან.
„დონბასიდან უკრაინელების გასვლის სანაცვლოდ, მოსკოვი ზაპოროჟიესა და ხერსონში ამჟამინდელ ფრონტის ხაზებს შეაჩერებს. რუსეთი დონბასის დაახლოებით 88%-ს, ხოლო ზაპოროჟიესა და ხერსონის - 73%-ს აკონტროლებს. შეთანხმების მისაღწევად, მოსკოვი უკრაინას გადასცემს მის მიერ კონტროლირებადი ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის მცირე ნაწილებს,“ - განუცხადეს წყაროებმა Reuters-ს.
0
0