12/10/2021
15:50
პოლიტიკა
მისი განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომა, მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას აწყობს.
„ბოლო დროს, უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება ჭორები და დეზინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. როცა ასეთ რამეს მოისმენ, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან გონებაჩლუნგი არ ხარ, ლოგიკური კითხვები გიჩნდება - რატომ/ რის გამო/ ვის აწყობს და ასე შემდეგ. პრემიერი ღარიბაშვილი თუ ვინმეს არ აწყობს და ეშინია, ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი სააკაშვილია. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ის კაცია, ვინც საზოგადოებას უთხრა ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და ბელადის ჩამოსვლის შემთხვევაში ის რომ საპატიმროში აღმოჩნდებოდა, ესეც ფაქტით დადასტურდა. არ აწყობს ოპოტელევიზიებს, რადგანაც მუდმივი მათი ფეიკების ფონზე არც თუ იშვიათად უკაკუნებს თავში ხოლმე დაუფარავი სიმართლით. არ მოსწონთ, ადამიანების იმ კატეგორიას, რომელიც ჯერ რუსებს ემონებოდნენ, და ახლა მაქსიმალურად ცდილობენ ხან ამერიკელებს, ხანაც ევროპელებს შესთავაზონ მონური სული - ღარიბაშვილმა კი მათ ცივი წყალი გადაასხა - „ჩემი უფროსი ვიღაც ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო“, - სწორედ ქართველ ხალხს კი მისი ეს ფრაზა სწორედაც, რომ ისტორიულად მიაჩნიათ.
0
0