
2006 წელს სენაკის ბაზაზე ირაკლი ოქრუაშვილისგან მივიღეთ დავალება, გავფრენილიყავით კოდორის ხეობაში, სადაც ნორა და ემზარ კვიციანების სახლი უნდა გაგვენადგურებინა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების პილოტმა, იმედა მაისურაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მფრინავებს აწრმუნებდნენ, რომ ხეობაში მოსახლეობა ევაკუირებულია, თუმცა ჩაფრენისას აღმოჩმდა, რომ ხალხი ევაკუირებული არ იყო.
„სენაკის ბაზაზე მიგვიყვანეს, სადაც ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელი იყო, მათ შორის გენშტაბის უფროსი, იყო ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, მათი მოადგილეები, მათ შორის ლევან ნიკოლეიშვილი. ირაკლი ოქრუაშვილისგან მივიღეთ უშუალო დავალება კოდორს ხეობაში ემზარ და ნორა კვიციანის სახლების განადგურების შესახებ. გაფრების წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ვამბობდით, უარის თქმას ვერავინ გაბედავდა, ვითარება ისე ჰქონდათ დაყენებული. ესკადრილიის უფროსმა, სოსო ოსორაულმა იკითხა, არის თუ არა მოსახლეობა ევაკუირებული, რადგან შეირაღება რითაც უნდა გავფრენიელიყავით ზუსტ დარტყმებს არ უზრუნველყოფდა, გამორიცხული იყო. მიზანს გაანადგურებდი, მაგრამ გარშემო იქნებოდა ძალიან დიდი ზიანი. დაგვაჯერეს, რომ მოსახლეობა ევაკუირებულია, თუმცა ადგილზე რომ ჩავფრინდით მოსახლეობა არ იყო ევაკუირებული, ვისაც ეძებდნენ, იმათ გარდა, ყველა იქ იყო. უარსი თქმასვერც გაბედავდა ვერავინ, ვითარება ის ქონდათ დაყენებული. პირველი გაფრენის დროს იქიდანაც გაიხსნა ცეცხლი, მიზნების ძებნა რომ დავიწყეთ, მარტო ბავშვები და ქალები იყვნენ. არ ვიმუშავეთ, მოვძებნეთ ცარიელი რიყე ადგილი და რამდენიმე ტყუილი ზალპი გავუშვით. დავბრუდნით სენაკში და უკვე იცოდნენ, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს. იმ წამსვე გაგვიშვეს უკან, ხუთის ნაცვლად, ორი ვერტმფრენი გაგვიშვეს. მეორედაც იგივე შედეგი მიიღეს, აღარ ვისროლეთ, რადგან იქ ქალები და ბავშვები იყვნენ. ქალები და ბავშვები მათ არ აინტერესებდათ“, – განაცხადა იმედა მაისურაძემ.
0
0