
"ძირითადი მავნებლობა „ოცნების“ არის ის, რომ საქართველოს აკარგვინებს თავის დამოუკიდებლობას."- განაცხადა რადიო "სივრცის" ეთერში "თავისუფლების მოედნის თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრმა " წევრმა, თამარ გამყრელიძემ.
შეკითხვაზე- რაში გამოიხატება ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა, თამარ გამყრელიძე პასუხობს:
„თუნდაც იმ ნაწილში, რომ "ოცნებამ" დააკარგვინა ქვეყანას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც იყო უსაფრთხოების ძირითადი გარანტი. ამას გარდა, ევროკავშირთან, დასავლეთთან გაგვიფუჭება ურთიერთობა. ვხედვათ, რომ თუნდაც სამხედრო მიმართულებით რამხელა კორუფცია არსებობდა, ჩვენი ჯარი ამ მომენტში არის დასუსტებული.ყველა მიმართულებით საქარტველოს უსაფრთხოება არის დასუსტებული.„- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით, ქვეყნის დამოუკიდებლობა კავშირშია დასავლეთთან ერთიერთობის გაფუჭებასთან?
თამარ გამყრელიძე პასუხობს:
„დიახ, იმისათვის რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, როდესაც მეზობელი გყავს რუსეთი, ვხედავთ რომ „ოცნება“ პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებს, მარია ზახარაოვა გაქებს და დასავლეთი გაკრიტიკებს, პირდაპირ უნდა იყოს იმის ინდიკატორი, რა სახის პოლიტიკას აწარმოებ. „ოცნება“ აწარმოებს პირდაპირ პრორუსულ პოლიტიკას და ჩვენი უსაფრთხოება და შესაბამისად დამოუკიდებლობა პირდაპირ არის მიბმული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. დღეს ომი და ოკუპაცია სხვადასხვანაირად გამოიხატება, ჰიბრიდული სხვადახვა ფორმები არსებობს. შესაბამისად, არ არის საჭირო პირდაპირ ტანკი შემოვიდეს. ქვეყნის ოკუპაცია ბევრნაირად ხდება- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისიდან
19/05/2026