
ნორვეგიის პარლამენტი ქვეყნის პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან ჯეფრი ეფშტეინის კავშირებს იძიებს. ნორვეგიის პარლამენტმა საჯარო მოსმენები დაიწყო.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ნორვეგიაში, ქვეყანაში, სადაც ნობელის მშვიდობის პრემია გაიცემა და რომელიც ხშირად საერთაშორისო დიპლომატიის მნიშვნელოვანი ცენტრია, სერიოზული დაპირისპირება და პრობლემები წარმოიშვა, რამაც საპარლამენტო მოსმენებისა და პოლიციის მიერ გამოძიების დაწყება გამოიწვია.
ნორვეგიის პარლამენტის ზედამხედველობისა და კონსტიტუციურ საკითხთა კომიტეტმა დაიბარა საგარეო საქმეთა და განვითარების საკითხებში პასუხისმგებელი თერთმეტი მოქმედი და ყოფილი მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტიორე, რომელიც 2005-დან 2012 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
სტორემ მოსმენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეპშტეინთან არასდროს ჰქონია პირადი ურთიერთობა და განაცხადა, რომ პრობლემები უკავშირდებოდა ცალკეულ პირებს და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემურ ხარვეზებს.
პარალელურად, პარლამენტმა დანიშნა მეცნიერების და სამართლის ექსპერტებისგან შემდგარი გარე კომისია, რათა შეისწავლოს აღნიშნული დოკუმენტებით გამოვლენილი საკითხები და ფაქტები. „როიტერის“ ცნობით, ამ ნაბიჯის მიზანია „ნორვეგიის ხელისუფლების საქმიანობის კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესება“. საგამოძიებო კომისია, რომელიც იშვიათი გამონაკლისია, თავის დასკვნებს 2028 წლის დასაწყისში წარადგენს.
0
0
საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა
30/09/2026