
"ევროკავშირის წევრობით საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია" - განაცხადა რადიო ,,სივრცის“ ეთერში, გადაცემაში "სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან" სტატისტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა ვერ მისცემს საქართველოს იმ სიკეთეებს, რისი მოლოდინიც ხალხს აქვს.
მისი თქმით, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ჩამორჩება, თანაბარ პირობებში მას ვერასოდეს დაეწევა. ასოცირების ხელშეკრულებით კი საქართველოს ეკონომიკის მაღალი ტემპის აკრეფა ეკრძალება.
რაც შეეხება თანაბარ პირობებს, ნოდარ კაპანაძის განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ეკრძალება უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის შემოღება, რის გარეშეც ვერც სოფლის მეურნეობას განავითარებს და ვერც დამამუშავებელ მრეწველობას.
,,კაროლინგური ბირთვის ქვეყნებისთვის უპირატესობის მინიჭებაა ამ ხელშეკრულების და ამ კავშირის მიზანი“ - აცხადებს სტატისტიკოსი.
https://www.facebook.com/Radiosivrce/videos/1607320017035126
0
0