
დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, რადას, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხის დაყენებისკენ მოუწოდა.
"იმისთვის, რომ მოლაპარაკება ვცადოთ, სიგნალი უნდა გავგზავნოთ. მაგალითად, ნეიტრალიტეტის საკითხი ნატო-ს კონტექსტში. მოდით, ისევ დავუბრუნდეთ რეალობას. მიგვიღებენ ნატო-ში? მიღების შემთხვევაში, დაგვეხმარება ნატო ომის დროს? თქვენც და მეც ვიცით ამ კითხვებზე პასუხი. მოდით, გავაგებინოთ, რომ მზად ვართ ვისაუბროთ ნეიტრალიტეტზე. პირობების განხილვა შესაძლებელია. ნატო-ს წევრობის გამო მთელი ქვეყნის ამოწყვეტა, ჩემი აზრით, აბსურდი".- განაცხადა გონჩარენკომ.
ასევე, რადის დეპუტატმა უკრაინელებს მოუწოდა, შეწყვიტონ "სასაწაულის დაჯერება» და უარი თქვან უკანასკნელ უკრაინელამდე ომის იდეაზე.
"თუ არსს ჩავუღრმავდებით, სია დაახლოებით ასეთი გამოდის: სასწაულის დაჯერება; იმ სუპერდახმარების ლოდინი, რომელიც ყველაფერს შეცვლის; ლოდინი, რომ რუსეთი თავისით დაიშლება; ლოდინი, რომ ყველა რუსი მოკვდება; ლოდინი, რომ ნატო მოვა. სანამ ველით, ვომობთ. სადამდე? ბოლომდე. უკანასკნელ უკრაინელამდე.
უკრაინელებს უყვართ მისტიკა. ჩვენ გვჯერა ნიშნების, სასწაულებრივი გადარჩენის. იმის, რომ „როგორმე ყველაფერი მოგვარდება“ და „გამოვძვრებით“. მაგრამ რეალური სამყარო უსიამოვნოა. მასში კარგი ადამიანები კვდებიან. ამიტომ, მოდით, ვისაუბროთ არა რწმენაზე, არამედ მიზანზე. ჩემი ხედვა ასეთია: ჩვენი მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი. ვიბრძოლოთ თითოეული უკრაინელისთვის და არა უკანასკნელ უკრაინელამდე"- განაცხადა გონჩარენკომ.
0
0