
"ნეიტრალური საქართველოს" წევრს, უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს პატიმარ გიორგი დავითაძის გაუპატიურების ფაქტის არ სჯერა და აცხადებს, რომ პროცესები მართულია. ხოლო, ერთადერთი ადამიანი, ვისა ამის დამტკიცება შეუძ₾ია, თავად დავითაძეა, თუკი ის ექსპერტიზას დათანხმდება.- ამის შესახებ მან რადიო "სივრცის" ეთერში ისაუბრა.
„გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს ექსპერტიაზე. თუ გამოდიან და ლაპარაკობენ, ექსპერტიზაზე რატომ ამბობს უარს? არ გინდა დადო მტკიცებულება?. ვიდეოზე არ ჩანს ეს მტკიცებულება, ომბუდსმენმა ვერ მოიპოვა, ვერცერთმა უფლებადამცველმა ვერ მოიპოვა- ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია თავად არის და უარს ამბობს ექსპერტიზაზე.„- განაცხადა ნანა კაკაბაძემ, რომლის თქმითაც, მიუხედავად პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მრავალი პრობლემისა, დღეს წამება და გაუპატიურება არ ხდება და ეს რომ ასე იყოს, პირველ რიგში, მას ეცოდინებოდა.
ნანა კაკაბაძის თქმით, სააკაშვლის დროს, როდესაც წამებას და გაუპატიურებას სისტემური ხასიათი ჰქონდა და მტკიცებულებების შექმნის მიზნით, ჩვენებების მიცემაზე ვერცერთი პატიმარი ვერ დაითანხმეს.
„სააკაშილის დროს წამებას და გაუპატიურებას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ჩვენი ორგანიზაცია ჩართული იყო ციხეში წამებებზე და როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მოვინდომეთ მტკიცებულებები შეგვექმნა ჩვენებების სახით. ფაქტიურად, ვერცერთი პატიმარი ვერ დავითანხმეთ რომ ამაზე ესაუბრა. ჟურნალისტებიც კი გვთხოვდნენ ასეთი ერთი პატიმარი გამოგვეყვანა, ვინც ისაუბრებდა. არცერთი არ დათანხმდა. არავინ წავიდა ამაზე.უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც ეს ამბავი შეემთხვა და ვერც დავასახელებ და რომც დავასახელო ისინი ჩემი მტრები იქნებიან. საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მსგავს თემებზე მარტივად საუბრობენ. როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაძლევდით ამ მონაცემებს, ყველა სახელი და გვარი დაშიფრული იყო. ექსპერტები საუბრით ხვდებიან - ფაქტი მომხდარია თუ არა. მათ აქ ჩამოსვლას ვთხოვდით, რათა ენახათ, როგორი იყო სააკაშვილის მმართველობის ფორმა.„- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
0
0