13/10/2021
10:54
პოლიტიკა
როგორც საქართველოს დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად, მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები. დეპუტატის თქმით, აღნიშნული ჯგუფი როდის მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს, კონკრეტული დრო დღეს დაზუსტდება.
„შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე მის უფლებრივ მდგომარეობას. ამ ჯგუფში ჩაერთვება სახალხო დამცველი და იქნება მულტიფუნქციური ექიმთა წარმომადგენლობაც. ვფიქრობ, რომ ეს იქნება საშუალება იმის, მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შემუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, ასევე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და სპეკულაცია არ იყოს. დღეს დავიწყებთ მუშაობას და კონკრეტულ დღეს დავგეგმავთ, როდის ვესტუმრებით სასჯელაღსრულების სისტემას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ და ამ პროცესის შესწავლა დავიწყოთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
წყარო: პირველი არხი
0
0