
ექსპერტი ირაკლი ლატარია, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმას და ასევე ეძგვერაძის ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
ის ამ თავდასხმას ადრე მომხდარ ქუჩურ დაპირისპირებას უკავშირებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.
„ეს ბიოგრაფია მგონი ყველაფერზე მეტყველებს და რაც ყველაზე მთავარია, კარგად იკითხება ერთი ყველაზე მთავარი რამ: ეძგვერაძე ვალშია მიშასთან, ვალში... ნაციონალი ეძგვერაძე: იყო ხულიგანი, მერე სასჯელს იხდიდა მკვლელობის მცდელობისთვის, შემდეგ, კოლექტიურმა მეგის ქარდავებმა მოუფიქრეს გარეთ გამოსვლის მიზეზი და უცბად ონკოლოგიური დაავადებაც მოიგონა და მიშამ ის გამოუშვა... მიშამ ის შეიწყალა და ახლა კი მიშას საფიცარა ,,ჭყიპინა" მიდის ყველაფერზე, ყველაფერზე - რათა ერთგულება დაუმტკიცოს ბელადს.. ეგაა და ეგ, სხვა დანარჩენი კი - ლირიკაა...!!!” - წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.
ცნობისთვის დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა.
ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.
0
0